ცნობილია, ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისში, გალაკონცერტზე

თბილისის მერიამ 25 დეკემბერს ტენდერის გარეშე გააფორმა კონტრაქტი კომპანიასთან, რომელმაც დედაქალაქში ახალი წლის ღამეს გალაკონცერტი უნდა გამართოს. 718 874 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დაიდო შპს Smart Event-თან.
ხელშეკრულების პირობებში წერია ყველა დეტალი, მათ შორის შემსრულებლების ვინაობა და მათი ჰონორარის ოდენობა. შემსრულებელთა ჰონორარი დაანგარიშებულია “პოზიციების” შესაბამისად.
ახალი წლის ღამეს იმღერებენ:
· ნატო მეტონიძე;
· სტეფანე და სტეფანია (მღებრიშვილები);
· ეკა მამალაძე;
· ნუკრი კაპანაძე;
· ეკა კახიანი;
· ლიზა ბაგრატიონი;
· ნატა ქუთათელაძე;
· დათო ალადაშვილი;
· ნიკა კოჩაროვი;
· ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი;
· მაია ჯაბუა;
· გიორგი მახარაშვილი;
· სოფო გელოვანი;
· მარიამ ებრალიძე;
· ანრი ჯოხაძე;
· ანა დოიაშვილი;
· საბა მიქელაძე;
· ნინა სუბლატი;
· ლიკა სირაძე;
· სანდრო მოსეშვილი;
· საბა ჩაჩუა;
· თინათინ დათიკაშვილი;
· მარიამ როინიშვილი;
· კონსტანტინე ყიფიანი;
· ნიკოლოზ ქაჯაია.
ასევე ანსამბლები:
· “ერისიონი”;
· “შვიდკაცა”;
· “მართვე”;
· გორის გოგონათა გუნდი.
გარდა ამისა, დაუკრავს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ს ხელმძღვანელობით.
ხელშეკრულების თანხაში გათვალისწინებულია წამყვანების, სცენარისტების, რეჟისორების ჰონორარები და ასევე სხვადასხვა საჭირო რეკვიზიტი.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გალაკონცერტი გაიმართება პირველი რესპუბლიკის მოედანზე.
“გალაკონცერტში ასობით არტისტი მიიღებს მონაწილეობას: ქართველი ესტრადის ვარსკვლავები, მუსიკალური გუნდები და ანსამბლები, ევროვიზიის მონაწილე ბავშვები, პროექტ VOICE-ის მონაწილეები”, – თქვა თბილისის მერმა 26 დეკემბერს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
საახალწლო ღონისძიებები საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება. მათ შორის 30-ზე მეტი მომსახურებას ყიდულობს ტენდერის გარეშე. მათგან ყველაზე ძვირი ეს მომსახურება თბილისში იქნება.