ანდრეი სიბიგა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრას დაესწრება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, – ინფორმაციას უკრაინული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ შეხვედრის დროს სიბიგა ევროკავშირელ კოლეგებს უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებული ვითარების, თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში უკრაინა-რუსეთის შეხვედრის შემდეგ სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობისა და აშშ-ს, ევროკავშირის ქვეყნებს, უკრაინასა და რუსეთს შორის კონტაქტების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს გაუსვამს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად რუსეთის ფედერაციაზე შემდგომი ზეწოლისა და უკრაინის გაძლიერების მნიშვნელობას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს