ისრაელის ოპოზიციის ლიდერი – მე ნეთანიაჰუს არ ვენდობი – ომის დროს პრემიერ-მინისტრის შეცვლა კარგი არ არის, მაგრამ ის, ვინც ახლა ამ თანამდებობაზეა, უარესია – მან არ უნდა გააგრძელოს

მე ნეთანიაჰუს არ ვენდობი, – ამის შესახებ ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა განაცხადა.
„მე ნეთანიაჰუს არ ვენდობი. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ შეიძლება ომის წარმართვის დროს ნდობა გამოუცხადო. ომის დროს პრემიერ-მინისტრის შეცვლა კარგი არ არის, მაგრამ ის, ვინც ახლა ამ თანამდებობაზეა, უარესია. მან არ უნდა გააგრძელოს“, – განაცხადა ლაპიდმა.
ლაპიდმა აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუ საკუთარი თავის წინააღმდეგ აწარმოებს კამპანიას და არავინ იცის, რატომ აკეთებს იგი ამას.
„არ არსებობს ადამიანი რომელიმე სისტემაში, არა მხოლოდ ისრაელის სისტემაში, რომელიც ფიქრობს, რომ აუცილებელია ან შესაძლებელია, აბუ მაზენს (მაჰმუდ აბასს) ღაზას კონტროლი მიენიჭოს“, – აღნიშნა ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – სიამაყით მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომელმაც ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალთან – მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ეს საკუთარ თავსა და ქვეყანაზე გამოვცადეთ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებს, რომელთაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია – გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს წესიერების ფარგლებში

მამუკა გამყრელიძე: არც კობახიძის სიტყვები და არც ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ გახლავთ სიმართლე. ეს მხოლოდ მცდელობაა ორ სკამზე ჯდომის, მაგრამ ამასაც ხელოვნება და ნიჭი სჭირდება, რომელიც არ აქვთ