თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისში იგეგმება ერთ-ერთი მთავარი გამზირის, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. დაგეგმილი სამუშაოების შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა დედაქალაქის მერმა მ.
“პირველ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება გამზირზე არსებული შენობების დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები და კონსტრუქციული ნაწილები… შემდეგი ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ამ თვალსაზრისით, გამზირზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ხშირია მიწის ჩავარდნის შემთხვევები, კომუნიკაციების დაზიანების გამო.
საგზაო სამუშაოები ბოლოს ჩატარდება, როდესაც ფასადების ძირითადი ნაწილი მოწესრიგებული, ხოლო შენობები გამაგრებული იქნება. სარეაბილიტაციო პროექტი ორ წელზე მეტხანს გაგრძელდება, რადგან ბევრი შენობა-ნაგებობაა და ამას საგზაო ინფრასტრუქტურაც ემატება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერი ამბობს, რომ მისი გუნდის პრიორიტეტია თბილისის ქუჩების სრული რეაბილიტაცია – მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, გზის საფარის განახლება და ტროტუარების მოწყობა.
კალაძის მერობის განმავლობაში ვაკეში, ვერაზე, გლდანსა და ისნის რაიონში განხორციელდა მთავარი გამზირების რეაბილიტაცია. იყო შემთხვევები, როცა სამუშაოები დაგეგმილთან შედარებით დიდხანს გაგრძელდა. ახლა სარეაბილიტაციო სამუშაოები წერეთილის გამზირსა და უნივერსიტეტის ქუჩაზე მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა