არ ვისურვებდი ოპოზიციის ადგილას ყოფნას, რადგან ძნელია კრიტიკული შენიშვნის გამოთქმა ამ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით – მიხეილ სარჯველაძე

მთავრობამ ევროკავშირის 9 დათქმის სამოქმედო გეგმა გაასაჯაროვა. 8 გვერდიან დოკუმენტში, გაწერილია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯები, განსახორციელებელი აქტივობები, ვადები და პასუხისმგებელი უწყებები.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დოკუმენტში ყველაფერი ნათლად არის ასახული.
“ყველაფერი მკაფიოდ არის გამოხატული სამოქმედო გეგმაში. ყველაფერთან დაკავშირებით არის კითხვაზე პასუხი, ეს არის გეგმა, რომელიც სთავაზობს უკლებლივ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ იყვნენ ჩართულები თუ კი ამის სურვილი და შესაძლებლობა გააჩნიათ, მაგრამ არ ვისურვებდი ოპოზიციის ადგილას ყოფნას, რადგან ძნელია კრიტიკული შენიშვნის გამოთქმა ამ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორი შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, მაგრამ ვიქნებით ყურადღებით და ყველას მინდა, მივცე პირობა – თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს

ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპია, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და უზრუნველვყოთ ისინი კომფორტული სერვისების მიწოდებით – იუსტიციის სახლი გამორჩეული პროექტია სწორედ ამ თვალსაზრისით