დიმიტრი პესკოვი – რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები უცნაური იყო – საუკეთესო შანსების მქონე კანდიდატი ძალით მოხსნეს რბოლიდან და გაიმარჯვა მან, ვინც გაიმარჯვა

რუმინეთში საპრეზიდენტო , სულ მცირე, უცნაური იყო, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ვიცით კანდიდატის ისტორია, რომელსაც საუკეთესო შანსები ჰქონდა, რომელიც, ყოველგვარი გამართლების ძებნის გარეშე, უბრალოდ ძალით მოხსნეს რბოლიდან. ასეთი ფავორიტი კანდიდატის არარსებობის შემთხვევაში, გაიმარჯვა მან, ვინც გაიმარჯვა. სინამდვილეში, ეს მოცემულობაა”, – აღნიშნა პესკოვმა.
ჟურნალისტებმა მას ასევე სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინათ Telegram-ის მესენჯერის დამფუძნებლის, პაველ დუროვის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების მთავარი დირექტორატის დირექტორმა, ნიკოლას ლერნერმა მას რუმინელი მომხმარებლების „კონსერვატიული ხმების“ დაბლოკვა სთხოვა.
„ის ფაქტი, რომ ევროპული ქვეყნები – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია – ერევიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, სიახლე არ არის. ეს სიახლე არ არის, ეს მხოლოდ ფრაგმენტებია, რომლებიც გამოაშკარავდება. დამიჯერეთ, ალბათ, ბევრად მეტი ასეთი ფრაგმენტია, ვიდრე თქვენ და მე ვიცით“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, გუშინ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა, ნიკუსორ დენმა მეტოქე, ულტრამემარჯვენე ჯორჯ სიმიონი დაამარცხა და არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.
მანამდე, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის ნოემბერში ჩატარდა, მაგრამ დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც პირველ ადგილზე გასული ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელა. თებერვლის ბოლოს, ჯორჯესკუს ბრალი წაუყენეს ექვს დანაშაულში, მათ შორის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. აღსანიშნავია, რომ ჯორჯესკუმ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!