მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სელიდოვოზე რუსეთის სარაკეტო შეტევას

სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოზე ს სარაკეტო შეტევის შედეგად.
დონეცკის საოლქო პროკურატურის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სელიდოვოს საცხოვრებელ უბნებზე 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
საოლქო პროკურატურის მონაცემებით, დაინგრა ან დაზიანდა 6 მრავალბინიანი და 20 კერძო სახლი. მაშველებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში იპოვეს 85 წლის ქალის ცხედარი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა