საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია.
ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. მათ მიერ ინიცირებული პროექტის თანახმად, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება. შესაბამისად, უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები.
აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის, ასევე სამსახურის თანამშრომლებისთვის ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება განისაზღვრება.
კანონპროექტის მიხედვით, ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა.
ცვლილება 20 კანონში შედის. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: – არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, აკაკი ალადაშვილი და .

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსების მიერ დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის აღების გამარტივება ნიშნავს, რომ ახალ ჯარისკაცებს ეძებს და ასევე, ეს არის დნესტრისპირეთის, როგორც ვითომდა თავის ტერიტორიად მონიშვნა