სოზარ სუბარი – 9 აპრილს, საბჭოთა მილიცია იყო და არა პოლიცია, მაგრამ იყვნენ ქართველები, რომლებიც პირველ დარტყმებს თვითონ იღებდნენ – შეიძლება უპრიანი იყოს, რომ ქართველი პოლიციელის ძეგლი დაიდგას, ოდესმე შეიძლება ეს მოხდეს კიდეც

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა მილიცია იყო და არა პოლიცია, მაგრამ იყვნენ ქართველები, რომლებიც პირველ დარტყმებს თვითონ იღებდნენ და არაერთი ადამიანი გადაარჩინეს, თორემ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა – შეიძლება უპრიანი იყოს, რომ ქართველი პოლიციელის ძეგლი დაიდგას, ოდესმე შეიძლება ეს მოხდეს კიდეც, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ საუბარმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
რაც შეეხება უშუალოდ კომისიის დღევანდელ სხდომას, კომისიამ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებული საკითხი განიხილა.
„დღეს რამდენჯერმე ახსენეს 1989 წლის 9 აპრილი. საბჭოთა მილიცია იყო მაშინ, არა პოლიცია, მაგრამ ქართველები იყვნენ და პატრიოტები იყვნენ და ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც გადაეფარნენ, თვითონ იღებდნენ პირველ დარტყმებს და არაერთი ადამიანი გადაარჩინეს, თორემ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა. ალბათ, შეიძლება უპრიანი იყოს, რომ სწორედ 9 აპრილის სიმბოლო, 9 აპრილის ძეგლი, სწორედ ქართველი პოლიციელის ძეგლი დაიდგას. ოდესმე შეიძლება ეს მოხდეს კიდეც და მადლობა თითოეულ მათგანს,“ – განაცხადა სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს