თინა ბოკუჩავა – ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ხალხს ჰპირდებოდა ევროპულ მშვიდობას და ამის ნაცვლად მივიღეთ რუსული რეპრესიები – რეჟიმი იქცევა ზუსტად ისე, როგორც პუტინი, იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს და ამყარებს დიქტატურას

ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ხალხს ჰპირდებოდა ევროპულ მშვიდობას და ამის ნაცვლად მივიღეთ რუსული რეპრესიები – რეჟიმი იქცევა ზუსტად ისე, როგორც პუტინი, იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს და ამყარებს დიქტატურას, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ ყველაფერმა უნდა გაგვაძლიეროს, რადგან საქართველოს ძალიან დიდი შანსი აქვს გავიდეს სამშვიდობოს და გახდეს ევროპული, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.
„სრულ ინკვიზიციას ახდენს ივანიშვილი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. წინასაარჩევნოდ ხალხს ჰპირდებოდა ევროპულ მშვიდობას და ევროპული მშვიდობის ნაცვლად მივიღეთ რუსული რეპრესიები, რუსული რეჟიმი, სწორედ ისე, როგორც პუტინი აკეთებს. ასეთ მდგომარეობაში იმყოფება დღეს, სამწუხაროდ, საქართველო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ, ხელები ჩამოვყაროთ, პირიქით, ამან უნდა გაგვაძლიეროს, რადგან საქართველოს ძალიან დიდი შანსი აქვს გავიდეს სამშვიდობოს და გახდეს ევროპული, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს