რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხომალდის, „ნოვოჩერკასკის“ განადგურებაზე არაფერს ამბობს

რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ორი უკრაინული მოიერიშე Су-24 გააანადგურა, რომელიც დიდი სადესანტო ხომალდის „ნოვიჩერკასკზე“ თავდასხვმას ცდილობდა, ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, ანექსირებული ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ფეოდოსიაში უკრაინური იერიშის შედეგად.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სადესანტო ხომალდის „ნოვიჩერკასკის“ განადგურებაზე არაფერს ამბობს.
მანამდე უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა დაადასტურა უკრაინული ძალების მიერ რუსული სადესანტო ხომალდის, „ნოვოჩერკასკის“ განადგურება ოკუპირებულ ფეოდოსიაში.
· რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი აგრესიის განმავლობაში უკრაინამ ორ ათეულამდე სხვადასხვა სიმძლავრის რუსეთის სამხედრო ხომალდი და კატარღა გამოიყვანა მწყობრიდან ან ჩაძირა.
· მათ შორის ჩაიძირა შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი ხომალდი, სარაკეტო კრეისერი “მოსკვა”.

ასევე დაგაინტერესებთ

“პერსონალი გაიქცა, ოჯახი კი შველას ითხოვდა” – სტამბოლში ტურისტულად ჩასული ოჯახის ყველა წევრის სიკვდილის მიზეზი უკვე ოფიციალურად არის ცნობილი: რა გახდა ცნობილი სკანდალურ სასამართლოზე?

ლაშა ფარულავა: მოქალაქე ორმაგად იხდის: ერთხელ გაზრდილი აქციზის გამო, მეორედ იაფი რუსული სანქცირებული საწვავის ხელოვნურად გაძვირებულ ფასად შეძენისას, რომლის დიდი მოგებაც ივანიშვილის გარემოცვაში ილექება