საქართველოდან 19.4 მლნ დოლარის მანდარინია ექსპორტირებული

მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან დღემდე საქართველოდან 29.3 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 19.4 მლნ დოლარი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 17.1 ათასი ტონით (141%), ხოლო ღირებულება – 12.7 მლნ აშშ დოლარით (191%) გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა მანქანა, რომელშიც ვასილ მაღლაფერიძე იმყოფებოდა, რამდენიმე წუთით შეაფერხეს – ისინი სკანდირებდნენ: „საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხალხის“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“