სოზარ სუბარი – 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით ბევრი რამ ჯერ კიდევ შესასწავლი, გასარკვევი და გამოსაძიებელია – ასეთი ალყაში მოქცევის მიზანი იყო ხალხის დაშინება, რომ ვერავის ვეღარ გაებედა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისს, აქციის დარბევის ღამეს, ქაშვეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ადამიანი – ნოდარ ცხადაძე გარდაიცვალა.
სუბარის თქმით, აღნიშნული პიროვნება დარბევისას ჩაქოლეს და ამას მოწმეებიც ჰყავს.
სუბარი მიიჩნევს, რომ 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით კიდევ ბევრი ფაქტია შესასწავლი და გამოსაძიებელი.
„26 მაისთან დაკავშირებით ბევრი რამ ჯერ კიდევ შესასწავლი, გასარკვევი და გამოსაძიებელია. ახლა მომწერა ერთმა ჩვენმა მეგობარმა, ადამიანმა, რომელიც იქ იდგა 26 მაისს (ადამიანმა, რომელიც მათ შორის, 9 აპრილის აქციაზეც იყო ერთ-ერთი ლიდერი), რომ კიდევ ერთი ადამიანი – ნოდარ ცხადაძე ზესტაფონიდან, 26 მაისს, ქაშვეთის ტერიტორიაზე ჩაქოლეს. იმ ღამეს ისიც გარდაიცვალა და ამის მოწმეებიც გვყავს, რომლებიც ამას დაადასტურებენო. როგორც ჩანს, კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესასწავლი.
ხშირად ვიმეორებთ, რომ ასეთი ალყაში მოქცევის მიზანი იყო ხალხის დაშინება, რომ ვერავის ვეღარ გაებედა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლა,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციას საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი განახორციელებს

შალვა პაპუაშვილი – მთელი თაობა დაიბადა და გაიზარდა, სკოლას ამთავრებს ისე, რომ ნატო-ს მხრიდან გვაქვს მხოლოდ სიტყვები, საქმე კი არ გაკეთებულა – განცხადება კარგია, მაგრამ განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს

შალვა პაპუაშვილი – თუ გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას მივიღებთ როგორც სიმართლეს, ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ესეც რეკლამა გამოდის – ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია, ისე მოხდა მისი დაკავება