სტატიაში ვისაუბრებთ იმ სამი ცნობილი ქალის შესახებ, რომლებსაც ყველაფერი ჰქონდათ – კარიერა, სილამაზე, ნიჭი… თუმცა, ამის მიუხედავად, პირად ცხოვრებაში არ გაუმართლათ:
რომი შნაიდერი
ალენ დელნისა და რომი შნაიდერის სიყვარულის ისტორია ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულად ითვლება, მაგრამ უფრო სწორი იქნება, ტრაგიკული ეწოდოს. რომ არა ფრანგი პლეიბოი, რომელმაც გერმანელი „პრინცესას“ გული მოიპარა, ამ კაშკაშა ლამაზი ქალის ცხოვრება ალბათ სულ სხვანაირად განვითარდებოდა და, შესაძლოა, 43 წლის ასაკშიც არ დასრულებულიყო.
23 წლის დელონი და 20 წლის შნაიდერი მალე ევროპის ყველაზე ცნობილ წყვილად იქცნენ. რომის უყვარდა ალენი და მისი დაკარგვის შიშით შნაიდერი დელონის დროსტარების მოყვარულ მეგობრებსა და მათ ბოჰემურ ცხოვრების წესს უძლებდა.
ალენსაც უყვარდა შნაიდერი, მაგრამ უფრო მეტად საკუთარ თავისუფლებას აფასებდა. ამიტომ ხელის თხოვნასაც არ ჩქარობდა და ოფიციალურ ნიშნობასაც მხოლოდ დედის დაძალებით დათანხმდა.
რომი მყუდრო სახლსა და ბავშვებზე ოცნებობდა, მაგრამ ალენი სრულიად მოუმზადებელი იყო, რომ სიცოცხლე ერთი ქალისთვის მიეძღვნა. დელონი არ მალავდა სხვა ქალებთან რომანტიკულ ურთიერთობას, რის გამოც წყვილს გამუდმებით ჰქონდა კონფლიქტი, რაც ზოგჯერ ფიზიკურ ძალადობაშიც გადაიზრდებოდა.
„მასში ყოველთვის ორი არსება ცხოვრობდა: ნაზი, დაუცველი თოჯინა და გულისამრევი გერმანელი ქალი. მე ვაღმერთებდი პირველს, მეზიზღებოდა მეორე ”- აღიარა ალენმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ელისაბედ ტეილორი
როგორც ცნობილია ტეილორი რვაჯერ იყო გათხოვილი. მეუღლეები მას ახასიათებდნენ, როგორც ერთგულ და პატიოსან ცოლს. თავად ელიზაბეტი ამბობდა: “მე მხოლოდ იმ კაცებთან ვწოლილვარ, ვისი ცოლიც ვიყავი. შეუძლია კი ბევრ ქალს ამით იამაყოს?”
პირველად ტეილორი 1950 წელს, 18 წლის ასაკში გათხოვდა. ის 24 წლის კონრად (ნიკ) ჰილტონს გაჰყვა ცოლად, რომელიც მსხვილი ბიზნეს-იმპერიის მემკვიდრე იყო. ბევერლი-ჰილზზე გადახდილ ქორწილს 700 სტუმარი ესწრებოდა და ის მაშინდელ ელიტას კარგად დაამახსოვრდა. თუმცა, როგორც ამბობდნენ, ლიზ ტეილორს მაშინ თაფლობის თვიდან მხოლოდ მეუღლის ცუდი საქციელი დაამახსოვრდა – ის სვამდა, ნარკოტიკებს იღებდა და სხვა ქალებთან ფლირტს არ იკლებდა.
ლიკა ქავჟარაძე
ლიკას მეუღლე სანდრო თაქთაქიშვილი იყო – იქორწინეს და ეყოლათ შვილი, ლევანი. 1993-1994 წლებში ოჯახი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც სანდრო მუშაობდა, მაგრამ მსახიობმა იქ ხანგრძლივი პერიოდით დარჩენა ვერ შეძლო და უკან დაბრუნდა. მეორედ ლიკამ იქორწინა ლევან შანიძესთან, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა დაშორების შემდეგ შეინარჩუნა.
