ნინო კასრაძეს ქართულ კინოსა და ტელევიზიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. 90-იანი წლებიდან და დღემდე ათეულობით დასამახსოვრებელი როლი შექმნა თეატრში, რასაც სხვადასხვა თაობის რეჟისორების ფილმებში მონაწილეობაც ემატება…
ფილმი ენტომოლოგიის პროფესორი ვახტანგ ითრიელის ცხოვრებაზე გვიყვება, რომელსაც ქართული ნაციონალიზმის კრიტიკის გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ. ამავე დროს ვახტანგი ხვდება მეძავ ნინოს, უყვარდება ის და ცდილობს, მაფიოზებისგან დაიხსნას, თუმცა საბოლოოდ დამნაშავეები ნინოს კლავენ, ხოლო ვახტანგს მისი სტუდენტი ბინაში პოულობს გარდაცვლილს.
მწერალ აკა მორჩილაძის რომანის „მოგზაურობა ყარაბაღში“ 2005 წლის ეკრანიზაციაა. მთავარი გმირები, გიო (ლევან დობორჯგინიძე) და გოგლიკო (მიხეილ მესხი) მეგობრის თხოვნით მიემგზავრებიან აზერბაიჯანში, საქართველოში ნარკოტიკების ჩამოსატანად. გზად ყველაფერი იბნევა და ისინი აღმოჩნდებიან სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ეპიცენტრში.
ნინო კასრაძე ქართული სატირულ-იუმორისტული ჟანრის ტელესერიალის მეექვსე სეზონში გამოჩნდა. ქართველმა მაყურებელმა ის სწორედ მაკა ანჯაფარიძის როლით გაიცნო და შეიყვარა.
სერიალი აღწერს ერთმანეთისგან განსხვავებული ბავშვობის მეგობრების, ქარაფშუტა კატოს, დიასახლისი ნინასა და ფემინისტი თინას ცხოვრებას, რომელთაც მესამე და მეხუთე სეზონებში შეუერთდებიან ახალი დაქალები – ნატაშკა და ანკა. სერიალი ეხება საზოგადოებისთვის აქტუალურ და თანამედროვე სოციალურ პრობლემებს.
ნინო კასრაძე 1970 წლის 3 მარტს თბილისში დაიბადა. ცოტამ თუ იცის, რომ ნინო ტყუპისცალია. მისი და, მაკა კასრაძე, ერთ-ერთ რადიოში წამყვანად მუშაობს. მსახიობობაზე ბავშვობიდან არ უოცნებია. როგორც ამბობდა, პროფესიის არჩევაში დიდი როლი სკოლამ ითამაშა. ალბათ, მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობი გახდებოდა.
ნინო სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება, თუმცა აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ხშირად აწყობს სალონურ საღამოებს და საყვარელ აუდიტორიასაც ხშირად ხვდება.
ნინო კასრაძე 2004 წლიდან ოქროყანაში ცხოვრობს. საცხოვრებლად ქალაქგარეთ მას მერე გადავიდა, რაც მსახიობის ვაჟი დაიბადა. ამბობს, რომ პირველი წლები მძიმე იყო, რადგან რთული იყო ტრანსპორტით გადაადგილება. მსახიობს ქალ-ვაჟი – ლუკა და სალომე თოფურიები ჰყავს. მისი მეუღლე ლექსო თოფურია საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი და საფეხბურთო აკადემიის დამფუძნებელია.
