კირ სტარმერმა, -ის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, -ის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილა, – ინფორმაციას Reuters-ი დაუნინგ სთრითის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი სატელეფონო საუბრის წინა დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომში უპირობო ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე იმსჯელეს.
პრესსპიკერის თქმით, მათ ასევე განიხილეს სანქციების გამოყენების საკითხი, თუ სერიოზულად არ ჩაერთვება ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ მას მშვიდობა სურს პრეზიდენტ ტრამპის მიერ შეთავაზებული და უკრაინისა და ევროპის მიერ მხარდაჭერილი 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღებით“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრის შემდეგ.
Reuters-ი წერს, რომ მოლაპარაკებები მოჰყვა ლიდერების ინტენსიურ დიპლომატიას, რომელიც 10 მაისს კიევში მათი ვიზიტით დაიწყო, როდესაც ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა მხარდაჭერა გამოთქვეს უკრაინაში 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”