საგამოძიებო სამსახურთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მსვლელობით გადაინაცვლეს.
მსვლელობის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, მათ თან პოლიციის კორდონი მიაცილებდა.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ პლაკატები, რომელზეც აქციაზე დაკავებულების ფოტოებია გამოსახული.
აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ისინი სკანდირებენ: “რუსებო, რუსებო!”.
მათ თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სხვადასხვა შინაარსის პლაკატები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მობილიზებული არიან საპოლიციო ძალები.
