ისრაელის საჰაერო დარტყმებს ღაზის სექტორში 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა – Reuters

გასულ ღამეს, ს საჰაერო დარტყმებმა ღაზის სექტორში სულ მცირე 100 პალესტინელის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას ავრცელებს Reuters ადგილობრივ ჯანდაცვის უწყებებზე დაყრდნობით
კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ ისრაელის სამხედროებს, რომლებმაც „ოპერაციული კონტროლის“ მისაღწევად, ახალი სახმელეთო შეტევისთვის მზადების მიზნით, გააძლიერეს დარტყმები ანკლავზე და რომელსაც, Reuters-ის ცნობით, გასული კვირის ხუთშაბათიდან მოყოლებული უკვე ასობით ადამიანი შეეწირა.
„წუხანდელს შემდეგ 100-მდე მოწამე გვყავს. ისრაელის დაბომბვამ სამოქალაქო რეესტიდან გააქრო მთელი ოჯახები“, – უთხრა Reuters სატელეფონო საუბრისას ღაზის ჯანდაცვის მინისტრმა ხალილ არ-დერქანმა.
ისრაელმა მარტის დასაწყისიდან დაბლოკა ღაზაში სამედიცინო, საკვებისა და საწვავის მარაგების შეტანა, რათა ამ გზით ჰამასზე განეხორციელებინა ზეწოლა და მძევლების გათავისუფლებისთვის მიეღწია.
ამასთანავე, ისრაელმა დაამტკიცა გეგმები, რომლებიც შესაძლოა მოიცავდეს ღაზის ზოლის დაკავებასა და კონტროლის დაწესებას დახმარებაზე.
ჰამასი აცხადებს, რომ მძევლებს მხოლოდ ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ გაათავისუფლებს.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ორ მხარეს შორის, ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით, რომელიც შეერთებული შტატების მხარდაჭერით იმართება, 17 მაისს დაიწყო. თუმცა, მხარეებთან დაახლოებული წყაროები Reuters ეუბნებიან, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე წინსვლა არ ყოფილა.
18 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაპოვნია პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, მუჰამედ სინვარას ცხედარი ღაზის სექტორის სამხრეთით, ხან-იუნისის გვირაბში. ამ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ს ტელეარხი Al-Hadath.
გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე ჰამასს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. სინვარასა და შაბანის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია ჯერჯერობით არც ისრაელს.
2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს. ამის შემდეგ დაიწყო ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვა.
საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას ჰამასმა საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევით მძევლების ნაწილი გაათავისუფლა.
2025 წლის 19 იანვრიდან ამოქმედდა -ის, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რამდენიმეეტაპიანი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას და ჰამასის მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.
პირველ ეტაპზე, რომელიც 1 მარტს დასრულდა, ჰამასმა ისრაელს დაუბრუნა 33 მძევალი (მათგან 8 ცხედარი), ხოლო ისრაელმა გაათავისუფლა დაახლოებით 1800 პალესტინელი პატიმარი. მეორე ეტაპის პირობების შეთანხმება ვეღარ მოხერხდა, რის შემდეგაც ისრაელმა სამხედრო ოპერაცია და ღაზის სექტორის ბლოკადა განაახლა.
არსებული მონაცემებით, ჰამასის ტყვეობაში რჩება 58 ადამიანი, რომელთაგან, სავარაუდოდ, ცოცხალია 23. გრძელდება საერთაშორისო ძალისხმევა მძევლების გათავისუფლებისა და მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
პალესტინური მხარის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მაისამდე ღაზის სექტორში დაიღუპა 53 ათასზე მეტი ადამიანი.
ფორუმი