28 წლის ქალი დაიღუპა და 4 წლის ბავშვი დაშავდა კიევის ოლქზე თავდასხმისას

28 წლის ქალი დაიღუპა 18 მაისის ღამეს, კიევის ოლქზე რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმისას.
ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნიკოლაი კალაშნიკის განცხადებით, დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის, 4 წლის ბავშვი.
მისივე ინფორმაციით, ნაწილობრივ დანგრეულია კერძო სახლი. მის გვერდით მდგარი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრები კი ჩამსხვრეულია.
18 მაისის ღამეს კიევის ოლქში რამდენჯერმე გამოცხადდა საჰაერო განგაში.
ერთი დღით ადრე, 17 მაისს, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა უკრაინის სუმის ოლქში რუსული დრონით შეტევას. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბელოპოლიეს რაიონში დრონით დაარტყეს სამგზავრო ავტობუსს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დავით საყვარელიძე: თემო იყო ბრენდი, რომელიც მილიონებმა გაიცნო. თბილისის მეხსიერებაში დავით სარაჯიშვილის, მანთაშევის, მელიქ-აზარიანცის და თამამშევების გვერდით, სამარადისოდ აღიბეჭდება თემურ უგულავას სახელიც!