მსოფლიო ბანკმა უკრაინას სახელმწიფო ხარჯებისთვის თანხები გამოუყო

უკრაინამ მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ხარჯების მხარდასაჭერად, 1.34 მილიარდი დოლარი მიიღო. საუბარია სახელმწიფოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
ამერიკის ხმის თანახმად. მსოფლიო ბანკმა 1.086 მილიარდი დოლარის დაფინანსება გამოყო, ნორვეგიამ 190 მილიონი დოლარის გრანტი, -მა 50 მილიონი დოლარი და შვეიცარიამ 20 მილიონი დოლარი.
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თანხები უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის იმ ხარჯების ნაწილობრივ დაფარვას მოხმარდება, რომელიც დაკავშირებული არაა უსაფრთხოებასა და თავდაცვასთან. კერძოდ, გადაუდებელი სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებისთვის ასაკის მიხედვით სოციალური შეღავათებისა და ანაზღაურების გაზრდას.
უკრაინის ფინანსთა მინისტრის თქმით, საერთაშორისო ფინანსური დახმარება „მნიშვნელოვანი წვლილია უკრაინის ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, რაც საშუალებას აძლევს უკრაინას დაფაროს ომის დრო პრიორიტეტული სოციალური ხარჯები.

ასევე დაგაინტერესებთ

„სიკვდილი ამერიკას! სიკვდილი ისრაელს!“ – რუსეთში ირანის საელჩოსთან აშშ-ისრაელის მიერ ერთობლივი სამხედრო ოპერაციისას ლიკვიდირებული აიათოლა ალი ხამენეის პორტრეტებითა და ყვავილებით შეიკრიბნენ (ვიდეო)

გიგი წერეთელი – ვერ დავადასტურებ, რომ ფაშინიანი ან სომხეთი იქნება მთავარი მომრიგებელი დასავლეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეული როლის თამაში სთხოვოს „ქართულმა ოცნებამ”