დე ფაქტო მინისტრის ქართულ მხარეს შესაძლო საიდუმლო ვიზიტს აფხაზი ვეტერანები ეხმაურებიან

აფხაზეთის 1992-1993 წლების ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაა” დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე პრემიერის, კრისტინა ოზგანის 2023 წლის 22 დეკემბერს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შესაძლო საიდუმლო ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აქამდე მათაც უჭირდათ ამ ინფორმაციის სანდოობის დადასტურება, თუმცა, ენგურჰესზე მომუშავე მათმა წყაროებმა, ამ ფაქტის შესახებ დაუდასტურეს.
ს ფედერაციის მიერ ს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების მომენტიდან აფხაზეთის რესპუბლიკის არცერთ მაღალჩინოსანი ყოფილა საქართველოში. ყველა მოლაპარაკება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები ენერგეტიკის საკითხებზე ქართულ მხარესთან აწარმოებდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ენგურჰესის სადგურზე ან გალში IPRM -ის ფარგლებში, წინასწარ ანონსდებოდა და ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი ხდებოდა დღის წესრიგი და სხვა დეტალები”.
კრისტიკა ოზგანი კი, როგორც “არუაა” აცხადებს, საქართველოს ტერიტორიას ინკოგნიტოდ ეწვია და დაუმალა ეს ვიზიტი ხალხს.
“არავინ იცის, რას განიხილავდნენ იქ და ვის შეხვდა. რა შეთავაზა მან ელექტროენერგიის სანაცვლოდ იქ – პოლიტიკური დათმობები თუ კიდევ სხვა რამ”.
ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეჭვგარეშეა ის, რომ “პრეზიდენტის [ასლან ბჟანია] თანხმობის გარეშე ასეთი ვიზიტი შეუძლებელია”.
“ეროვნული კრებისგან – აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტისგან ვითხოვთ, ხელისუფლებას მოსთხოვოს პასუხი და მინისტრმა ამ ვიზიტის შესახებ განუმარტოს საკუთარ ქვეყანას. მივიჩნევთ, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კრისტინა ოზგანმა აფხაზ ხალხს საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადოს ან დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან”, – ნათქვამია “არუაას” განცხადებაში.
აფხაზეთის ენერგეტიკის საკითხებზე კრისტინა ოზგანის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შესაძლო საიდუმლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ აფხაზური ტელეგრამ არხებით ანონიმურმა მომხმარებლებმა გაავრცელეს. თუმცა, ამ დრომდე ინფორმაცია ოფიციალურად არც უარყვია და არც დაუდასტურებია არც “ენგურჰესის” ადმინისტრაციას და არც ქართულ და აფხაზურ მხარეებს.
აფხაზეთში ენერგეტიკის სფეროს განვითარების საკითხზე დღესდღეობით ცხარე დისკუსიები მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, აფხაზეთს რუსეთის წინაშე ელექტროენერგიისთვის 1 მილიარდ რუბლზე მეტი დავალიანება აქვს. ადგილობრივი ოპოზიცია, რომელიც ყველაზე ხშირად სპეკულირებს საქართველოსთან ურთიერთობით, ენერგეტიკის სფეროში პრობლემების განხილვისას, პირიქით – ხელისუფლებას სთავაზობს სწორედ საქართველოსთან თანამშრომლობას, რადგანაც ამაში ხედავს გადარჩენის გზას რუსეთის ენერგეტიკული კონტროლისა და შანტაჟისგან. თუმცა ხელისუფლება, რომელიც რუსეთზეა დამოკიდებული, ამ ნაბიჯს ვერ დგამს [ოფიციალურად].

ასევე დაგაინტერესებთ