ლეილა აბაშიძის და მაჰმუდ ესამბაევის ცეკვა – ფრაგმენტი აზერბაიჯანელი რეჟისორის ტოფიკ ტაკიზადეს 1962 წელს გადაღებული მუსიკალური ფილმიდან ,,მე ვიცეკვებ”. ფილმი ეძღვნება სსრკ-ს სახალხო არტისტის, წარმოშობით ჩეჩენი მოცეკვავის, ქორეოგრაფისა და ბალეტმეიტერის მაჰმუდ ესამბაევის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
ლეილა აბაშიძე (დოგმარა), მაჰმუდ ესამბაევი (მაჰმუდ იშხოევი).
ფილმის ქორეოგრაფებს შორის არიან ჯანო ბაგრატიონი და გულბაათ დავითაშვილი.