ვფიქრობ, პუტინი დაიღალა ამ ყველაფრით. ის არ გამოიყურება ძალიან კარგად – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ს ამჟამად კოზირები არ აქვს და სთან გარიგების არარსებობის შემთხვევაში, რუსეთს დამანგრეველი სანქციებით დაემუქრა.
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას [ზელენსკის] არ აქვს კოზირები და არც აქვს… გულწრფელად, მას კოზირები არ აქვს“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა დასძინა, რომ ზელენსკისთან რთული პერიოდი გამოიარა და აღნიშნა, რომ ის კვლავაც მიიჩნევს მას „მსოფლიოში უდიდეს ვაჭრად“.
მან აღნიშნა, რომ ს ხელისუფლება სრულად არის ჩართული დარეგულირების პროცესში და განაცხადა, რომ სწორედ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი იყო სტამბოლში მოლაპარაკებების ინიციატორი.
ამავდროულად, აშშ-ის ლიდერმა დაუშვა რუსეთის წინააღმდეგ ახალი „დამანგრეველი“ სანქციები, თუ უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმება არ შედგება.
„ვფიქრობ, პუტინი დაიღალა ამ ყველაფრით. ის არ გამოიყურება ძალიან კარგად“ – თქვა ტრამპმა ინტერვიუში.