უკრაინელებმა ყირიმში რუსული სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ს საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” გაანადგურა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა ტელეგრამის არხზე დაწერა.
„რუსეთის ფლოტი მცირდება! ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ “მოსკვას” კვალს, დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” მიუყვება”, – წერს ოლეშჩუკი.
ის მადლობას უხდის საჰაერო ძალების პილოტებს და ყველას, ვინც ხომალდის განადგურებაში იყო ჩართული და საოკუპაციო ძალებს ს დატოვებისკენ მოუწოდებს.
“ჩაიცვი შარვალი და შინისაკენ ჩვენი ყირიმიდან, სანამ ძალიან გვიან არ არის!” – წერს ოლეშჩუკი.
საჰაერო ძალების ცნობით, „ნოვოჩერკასკის“ სადესანტო ხომალდს Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გადაჰქონდა.
შეგახსენებთ, მანამდე, ოკუპირებული ფეოდოსიას მცხოვრებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა. სოციალურ ქსელში ძლიერი ხანძრის ამსახველი ფოტოები და ვიდეო კადრები გავრცელდა.