ოკუპირებულ ყირიმში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის – ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია

ოკუპირებულ ყირიმში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის, – ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანაპირო ქალაქ ფეოდოსიაში პორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა და ხანძარი გაჩნდა.
საოკუპაციო ძალებმა ს ხიდზე მოძრაობა გადაკეტეს.
რუსული ტელეგრამის არხი SHOT წერს, რომ ფეოდოსიის მცხოვრებლებმა პორტის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ ცაში კვამლის კვალი გამოჩნდა. ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა – უკრაინამ ევროპულ გზაზე უკვე ბევრს მიაღწია, უკრაინას შეუძლია ამ გზაზე წინსვლისას ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

მიხეილ ყაველაშვილი – გიორგი ცინცაძე იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია, ერთი რამ მინდა ვუთხრა, ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს – გვახსოვს ბუდუ ზივზივაძე, ქოჩორაშვილი, როგორ სცადეს მათი გამოყენება