ნიუ ჯერსიში მცხოვრებ მამაკაცს, რომელმაც ნიუ-იორკში მწერალი სალმან რუშდი დანით დაჭრა და ნაწილობრივ დააბრმავა, პარასკევს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
27 წლის ჰადი მატარი წელს მკვლელობის მცდელობისა და თავდასხმისთვის დამნაშავედ ცნეს.
სალმან რუშდი 2022 წლის აგვისტოში სცენაზე აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას სახესა და კისერში რამდენჯერმე დაჭრეს. თავდასხმის შედეგად ის ერთ თვალში დაბრმავდა, ღვიძლი დაუზიანდა და ნერვის დაზიანების გამო ერთი ხელი პარალიზებული ჰქონდა.
თავდასხმა რუშდის “ეშმაკეული აიების” გამოქვეყნებიდან 35 წლის შემდეგ მოხდა. წიგნის გამოქვეყნების გამო ავტორს დიდი ხნის განმავლობაში სიკვდილით ემუქრებოდნენ წინასწარმეტყველ მუჰამედის “შეურაცხყოფის” გამო.
ჰადი მატარი, ასევე, დამნაშავედ ცნეს რუშდის ინტერვიუს ორგანიზატორის, ჰენრი რისის დაჭრისთვის.
Associated Press-ის ცნობით, განაჩენის გამოტანამდე მატარი წამოდგა და სიტყვის თავისუფლების შესახებ განცხადება გააკეთა, რომელშიც რუშდის თვალთმაქცი უწოდა.
„სალმან რუშდის სურს სხვა ადამიანების უპატივცემულობა. მას სურს იყოს მოძალადე, მას სურს სხვა ადამიანების დაშინება. მე ამას არ ვეთანხმები“, – თქვა მატარმა.
სალმან რუშდი თავდამსხმელის განაჩენის გამოცხადებისას სასამართლოში არ იმყოფებოდა.
