სალმან რუშდიზე თავდამსხმელს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

27 წლის ჰადი მატარის, რომელიც ნიუ-იორკში ლექციაზე დაესხა თავს მწერალ სალმან რუშდის და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მკვლელობის მცდელობისა და თავდასხმისთვის.
სალმან რუშდი 2022 წლის აგვისტოში მომხდარი თავდასხმის შედეგად ცალ თვალში ნაწილობრივ დაბრმავდა. მას ასევე დაუზიანდა ღვიძლი და პარალიზებული აქვს მარცხენა ხელი.
თავდასხმა მოხდა სამ ათწლეულზე მეტი დროის გასვლის შემდეგ მას მერე, რაც ირანმა მუსლიმებს რუშდის მოკვლა დაავალა, რელიგიური ლიდერების აღქმით, მკრეხელობისთვის მის 1988 წლის რომანში ,,ეშმაკეული აიები”.
„ასოშიეითედ პრესის“ ცნობით, განაჩენის გამოცხადებამდე მატარიმ განცხადება გააკეთა სიტყვის თავისუფლების შესახებ, რომელშიც რუშდი ფარისევლად მოიხსენია.
„სალმან რუშდის სურს სხვა ადამიანების მიმართ უპატივცემულობა“, – თქვა მან. „მას სურს იყოს მოძალადე, მას სურს სხვა ადამიანების დაშინება. მე ამას არ ვეთანხმები“.
სალმან რუშდი განაჩენის გამოცხადებისას სასამართლოში არ იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა