უკრაინული წყაროების ცნობით, სტამბოლში რუსეთმა არარეალისტური მოთხოვნები წამოაყენა, რომლებიც „აღემატება ოდესმე განხილულ ნებისმიერ რამეს“

სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ს და უკრაინის დელეგაციები დაიშალნენ და პრესისთვის განცხადებები გაკეთდება.
გავრცელებული ცნობით, დელეგაციებს შორის შეხვედრა დაახლოებით ერთ საათსა და 50 წუთს გაგრძელდა.
მანამდე, უკრაინულმა წყარომ „სქაი ნიუსს“ განუცხადა, რომ რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნები, რომლებიც „არარეალისტურია“ და „გაცილებით აღემატება ოდესმე განხილულ ნებისმიერ რამეს“.
წყაროს ცნობით, რუსეთის ზოგიერთ მოთხოვნაში შედიოდა უკრაინის ჯარების გაყვანა მისი ტერიტორიიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსასრულებლად.
კიდევ ერთმა წყარომ „ბიბისის“ განუცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს „დროის მოსაგებად და სპექტაკლის მოსაწყობად“ იყენებს.
1tv.ge