ჰაკან ფიდანი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე – მოლაპარაკებებთან დაკავშირებით იმედის საკმარისი საფუძველი გვაქვს

ანკარა იმედოვნებს, რომ სტამბოლში რუსეთსა და ს შორის მოლაპარაკებების შედეგად მშვიდობის მიღწევა მოხდება, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
„მშვიდობისკენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება, თუ მხარეებს შორის უთანხმოება შემცირდება. პირადად მე მჯერა, რომ საკმარისი საფუძველი გვაქვს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით იმედისთვის. ღვთის ნებით, მოლაპარაკებების შედეგად მშვიდობას მივაღწევთ“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის, სა და ანკარის დელეგაციების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ