ჯო უილსონს არავინ კითხავს ვის მისცემენ ვიზას და ვის – არა

ჯო უილსონს არავინ კითხავს ვის მისცემენ ვიზას და ვის – არა
ჯო უილსონს არავინ კითხავს ვის მისცემენ ვიზას და ვის – არა. მან ეს კარგად იცის, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ. დეპუტატი გამოეხმაურა ჯო უილსონისა და მისი თანამოაზრეების ინიციატივას, საქართველოს დელეგაცია არ იყოს დაშვებული ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე. მისი თქმით, ეს წერილი მარცხისთვის არის განწირული.
„ამ ბატონთან ცოტა ხნის წინ აუდიენციაზე იყვნენ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ეტყობა მათ სთხოვეს მსგავსი წერილის შედგენა და ისიც არ დაზარდა, თუმცა ყველანაირ აზრს და ყველანაირ საფუძველს არის ეს წერილი მოკლებული. ჯო უილსონს არავინ კითხავს ვის მისცემენ ვიზას და ვის – არა. მან ეს კარგად იცის. მას თუ რაიმე უნდოდა, უნდა მიემართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის და საინტერესოა, რომ ასამბლეას კი არ მიმართა, არამედ მიმართა ერთ-ერთ წევრ ქვეყანას. ასე რომ თვითონაც იცის, რომ ეს განწირულია მარცხისთვის“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ცნობისთვის, კონგრესმენ ჯო უილსონის თანაავტორობით, , ბალტიის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი და პოლონეთი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას მოუწოდებენ, უარი თქვან ვიზების გაცემაზე ან სხვაგვარად არ დაუშვან „ქართული ოცნების“ წევრები მნიშვნელოვან შეხვედრაზე.
Next: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს