ანექსირებულ ყირიმში აფეთქებები იყო

სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები 16 მაისს, გამთენიისას იუწყებოდნენ ძლიერი აფეთქებების შესახებ სევასტოპოლში, იალტასა და ალუპკაში.
ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“ წერს, რომ ყირიმზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო.
ს მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნული მიხაილ რაზვოჟაევის ტელეგრამ-არხზე დილის შვიდის ნახევრისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ხმამაღალი ხმები, რომლებიც ქალაქში ისმოდა“, სამხედროთა „მუშაობის” შედეგია და წინასწარი მონაცემებით, მათ შავი ზღვის თავზე გაანადგურეს 6 უპილოტო საფრენი აპარატი.
სევასტოპოლში მდებარეობს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბი და მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა. 2022 წლის აგვისტოში უკრაინის თავდაცვის ძალებმა სევასტოპოლის შტაბს დრონებით შეუტიეს. 2023 წლის სექტემბერში შტაბის შენობაზე სარაკეტო დარტყმა იყო.
რუსეთთან ომში მყოფ ს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
ფორუმი