არ არის გამორიცხული, რომ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები პარასკევს გაიმართოს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ონჯუ კეჩელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები პარასკევს გაიმართოს, ონჯუ კეჩელიმ უპასუხა: „შესაძლოა, ამას ველოდოთ“.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარასკევს სტამბოლში დაგეგმილია რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრები და ასევე მოლაპარაკებები აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის.
