“შავსაღებავშესხმული, დასანქცირებული “გაჟონილი” კალანდარიშვილი არჩევნებს ვერ ჩაატარებს”– ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პაატა ბურჭულაძის მიერ დაორგანიზებულ ოპოზიციური შეხვედრის შემდეგ, თქვა:
“მესამე შეხვედრაა უკვე და კარგია, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ იდეის გარშემო, რომელსაც ჰქვია საქართველო ივანიშვილის გარეშე, როგორ საქართველოში უნდა გაიღვიძოს საქართველომ ივანიშვილის გარეშე და თქვენც კარგად გესმით, რომ შავსაღებავ შესხმული, დასანქცირებული კალანდარიშვილი საქართველოსი არჩევნებს ვერ ჩაატარებს. რა უნდა ჩაატაროს კაცმა, რომელიც დასანქცირებულია თავისი ადმინისტრაციით,
დასანქცირებული, თავსლაფდასხმული ივანიშვილი და რა არჩევნებს ჩაატარებს, ამას არ ჰქვია არჩევნები, პოლიტიკოსობანას თამაშობენ და ყველა თანხმდება იმაზე, რომ ივანიშვილის პირობებში არჩევნები არ იქნება ამ ქვეყანაში, არც დემოკრატია იქნება და არც თავისუფლება, ამიტომ ყველა ვთანხმდებით, რომ კი, ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი, რა ფორმით იქნება, როგორ იქნება, ვინ მიიღებს მონაწილეობას, ამაზე მსჯელობა გახსნილია და მიმდინარეობს. საქართველო ივანიშვილის გარეშე, როგორ საქართველოში უნდა გაიღვიძონ საქართველოს მოქალაქეებმა, როგორი საქართველო სურს საქართველოს მოქალაქეს და გაჟონილმა კალანდარიშვილმა და ივანიშვილმა არჩევნები ვერ უნდა ჩაატარონ, ამ მნიშვნელოვან საკითხებზე არსებობს შეთანხმება.”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტუმასიანი: ვთხოვ ჩვენს მედიას, არ და აღარ გამოიყენოთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი და კონფლიქტის ეპოქის ტერმინი ე.წ. “ზანგეზურის დერეფანი”. შეერთებულმა შტატებმა სწორედ ამ მავნებელი ორი სიტყვის გამო შეიმუშავეს ახალი სახელი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ