ბადრი ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება დიდი შეცდომა და სისუსტის დემონსტრირება იყო – გირაოს გადახდა ინდივიდუალური საკითხია, ამ შემთხვევაში სწორი და არასწორი არ არსებობს

„ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება დიდი შეცდომა და სისუსტის დემონსტრირება იყო – გირაოს გადახდა ინდივიდუალური საკითხია, ამ შემთხვევაში სწორი და არასწორი არ არსებობს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოს პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიზანი, „ქართული ოცნების“ ოპონენტებისთვის ანგარიშსწორება იყო.
„ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება დიდი შეცდომა და სისუსტის დემონსტრირება იყო. გვესმის, რომ საგამოძიებო კომისია იმიტომ შეიქმნა, რომ ეს ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის ყოფილიყო გამოყენებული. საგამოძიებო კომისიაში არცერთი ოპოზიციონერი წარმოდგენილი არ არის და კანონი საგამოძიებო კომისიას ავალდებულებს, რომ შემადგენელი წევრების მინიმუმ 50% ოპოზიციონერი წევრი იყოს. სწორედ, ამიტომ ჩვენ არ მივედით საგამოძიებო კომისიაზე, ასევე, გვესმის, რომ ჩვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
რაც შეეხება გირაოს გადახდას, ეს ინდივიდუალური საკითხია, ჩვენ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე] არ ვაპირებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩვენი დაკავება გავუადვილოთ, რომელიც 5 წელია სხვადასხვა გზებს იყენებს. მაგრამ ვინც გადაიხდის ეს მათი გადაწყვეტილება იქნება, ამ შემთხვევაში სწორი და არასწორი არ არსებობს“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ასევე ბადრი ჯაფარიძე, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ ღონისძიებასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, 26 მაისი ერთობის დღე უნდა იყოს და ყოველგვარი დაპირისპირება და პროვოკაცია უნდა გამოირიცხოს.
„წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში შევიკრიბეთ, სადაც საუბარი 26 მაისისთვის სამზადისს შეეხო. დამოუკიდებლობის დღე უნდა აღვნიშნოთ ღირსეულად, ეს დღე უნდა იყოს ერთობის დღე და თითოეული ჩვენგანისთვის შესაძლებლობა იმის თქმის, რომ დამოუკიდებლობას ვერ წაგვართმევენ. უნდა ვთქვათ, რომ დამოუკიდებლობა მოპოვებულია ერთხელ და სამუდამოდ, შესაბამისად დღეს ვმსჯელობდით ამ ღონისძიების შესახებ. ეს დღე იქნება ერთიანობის დემონსტრირება და უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი დაპირისპირება და პროვოკაცია“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…