“რუსეთ–უკრაინიას შეხვედრა ჯერ ჩანიშნული არ არის” – თურქეთის პასუხი ზახაროვას განცხადებაზე

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროს ინფორმაციით, რუსეთსა და ს შორის შეხვედრა ჯერ ჩანიშნული არ არის. ინფორმაციას CNN-ი უწყებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს პასუხია ს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, მხარეებს შორის შეხვედრის დრომ “თურქული მხარის თხოვნით, დღის მეორე ნახევრისკენ გადაიწია”.
მან ასევე გაავრცელა ინფორმაცია დელეგაციების ადგილსამყოფლის შესახებ:
– რუსეთს ტექნიკური დელეგაცია სტამბოლში იმყოფება.
– ამერიკის ზოგიერთი მაღალჩინოსანი ასევე სტამბოლშია.
– უკრაინის პრეზიდენტი, ანკარაშია, სადაც ქვეყნის ლიდერს, რეჯეპ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
– ანტალიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
უკრაინის დელეგაციაში შედიან : პრეზიდენტი , საგარეო საქმეთა მინისტრი რუსტემ უმეროვი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა.
რუსული დელეგაციის შემადგენლობაშია: ს პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, არმიის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი. დელეგაციის შემადგენლობაში რუსეთის პრეზიდენტი არ არის.