“ლელო”, როგორც ალტერნატიული ოპოზიციური ძალა – როგორ აფასებენ პარტიის ამბიციებს პოლიტიკურ სპექტრში

პარტია “ლელო” ალტერნატიულ ოპოზიციურ ძალად აცხადებს. “ლელოში” მიიჩნევენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა წარსულია”, ამიტომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ოპოზიციის გამაერთიანებლის როლის შესრულება.
“ლელოს” პოლიტიკურ ამბიციებსა და განაცხადს მმართველ პარტიაში არასერიოზულად მიიჩნევენ. ს პრეტენზია აქვს, რომ ე.წ. შუა შეკრიბოს და ოპოზიციურ ველზე მთავარ მოთამაშედ იქცეს. “ქართულ ოცნებაში” ხაზარაძეს დღეს მარკეტინგული მეთოდები დაუწუნეს და ურჩიეს, რომ რესურსები რეალური პოლიტიკური დისკურსის შექმნისკენ მიმართოს რადგან, მათი თქმით, “ლელომ” პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება ამ დრომდე ვერ მოახერხა.
ლიდერის რიტორიკა დღეს პარტიის სხვა წევრებმაც გაიმეორეს. “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ოპოზიციური სპექტრის მთავარ შემაფერხებლად “ნაციონალური მოძრაობა” ღიად დაასახელა. ირაკლი კუპრაძის აზრით, ყოფილი სახელისუფლებო პარტია ოპოზიციურ პოლიტიკურ ველს აბინძურებს.
“ლელოს” ამბიციებს გადაჭარბებულს უწოდებენ ხაზარაძის გუნდის კრიტიკის მთავარ ობიექტში. “ნაცმოძრაობა” და მისი საარჩევნო პარტნიორი “სტრატეგია აღმაშენებელი” აქცენტს “ლელოს” დაბალ რეიტინგზე აკეთებენ, ხაზარაძეს კი ურჩევენ, რომ ოპოზიციის ოპოზიციაში ყოფნისგან თავი შეიკავოს.
უსუფაშვილი, სამადაშვილი, კაციტაძე, ჩიხრაძე – ეს “ლელოს” პოლიტსაბჭოს ის არასრული სიაა, ვისი ახალ სახეებად მონათვლის გამოც დღეს კოლეგა პარტიებიდანაც გააკრიტიკეს. “გირჩი” მამუკა ხაზარაძეს უშანსო პოლიტიკურ ინვესტიციებს უწუნებს და მას ჯერ საარჩევნო ბარიერის გადალახვას ურჩევს.
“ლელოს” ერთადერთი მიღწევა მისი დაშლა იქნება – ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. კანონმდებლების თქმით, ყოფილ ბიზნესმენს პოლიტიკური პროექტი წარუმატებელი გამოუვიდა და არჩევნებზე არავითარი შანსი არ ექნება.
“ლელომ” ყრილობა რამდენიმე დღის წინ გამართა. პოლიტიკურ ძალას 20-კაციანი განახლებული პოლიტსაბჭო ჰყავს, სადაც ადგილებს, ძირითადად, პარტიის ძველი სახეები იკავებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება