წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, იმერეთში, მაშველის სარწყავ სისტემაზე სამუშაოებს ატარებს – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„სოფელ მუხიანის ტერიტორიაზე, გამანაწილებელი არხის 2 კმ-იანი მონაკვეთი იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფლების მუხიანისა და ფარცხანაყანევის 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე, საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესებასთან ერთად, დაახლოებით 50 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების დატბორვის საშიშროება აღარ იარსებებს.
საქართველოს მელიორაციამ სარწყავ სისტემაზე ექსპლუატაციის ღონისძიებები საკუთარი ძალებით მარტში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.