გიგი უგულავა სამეგრელოს გუბერნატორობისას ხანდახან სათევზაოდ დადიოდა და ელექტროდენით იჭერდა თევზს, ხალხი მეუბნებოდა, ჩვენ დაგვაგდებინეთ ეს აპარატი, გუბერნატორი რომ ზის და იჭერს თევზს აპარატით, დასაშვები არისო?

გიგი უგულავა სამეგრელოს გუბერნატორობისას ხანდახან სათევზაოდ დადიოდა და ელექტროდენით იჭერდა თევზს, ხალხი მეუბნებოდა, ჩვენ დაგვაგდებინეთ ეს აპარატი, გუბერნატორი რომ ზის და იჭერს თევზს აპარატით, დასაშვები არისო?
სამეგრელოში გიგი უგულავა იყო გუბერნატორი, ეს არის დაახლოებით 2004-2005 წლებში. მე ვიყავი მონადირეთა კავშირის უფროსი და ვიცნობდი გიგი უგულავას, ხანდახან სათევზაოდ დადიოდა და ორჯერ ვარ შეხვედრილი, როცა ელექტროდენით იჭერდა თევზს, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გურამ თირქიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ანაკლიაში, ხალხი ეკითხებოდა, რამდენად დასაშვები იყო გუბერნატორის ბრაკონიერობა იმ ფონზე, როცა თირქიამ მოსახლეობას დენის აპარატით თევზაობა აუკრძალა.
“მაშინ გარემოს დაცვა არ იყო, ჩვენი ხალხი იცავდა, მყავდა “ეგერები” და ანაკლიაში ხალხი მეუბნება: ბატონო გურამ, ჩვენ დაგვაგდებინეთ ეს აპარატი და დენი, გუბერნატორი რომ ზის და იჭერს თევზს აპარატით, ეს დასაშვები არისო? რომ გამაფრთხილეს, ჩემი თვალით ვნახე ერთი-ორჯერ, ვუთხარი, თუ იცით, რას შვებით-მეთქი? ამის შედეგ, 2005 წელს, სამსახურში მიბარებს, ეს ბრაკონიერობა დაავიწყდა და მეუბნება: ვიცი, შენი დისშვილი ვინ არის, შორიდან ვიცნობო. უთხარი, ახალი მოსულები ვართ მთავრობაში და დაგვეხმაროს 5 მილიონი დოლარითო. ამ თანხით, თქვენ, თქვენს საკუთარ მიწაზე ერთ სასტუმროსაც აგიშენებო.” – განაცხადა გურამ თირქიამ.
Previous: “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული გურამ თირქია გიგი უგულავაზე: ვუთხარი ჩემ დისშვილს გუბერნატორი რეკავს მეთქი. ეუბნება 5 მილიონი დოლარი მჭირდებაო. უარი რომ მიიღო ანზორისგან დაემუქრა ღიად, ყველაფერს წავართმევ თქვენს ბიძასო

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…