აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში ვიზიტს არ გეგმავს, – ინფორმაციას CNN-ი თეთრი სახლის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შესაძლოა, თურქეთში ჩასულიყო.
„არ ვიცი, ის [ვლადიმერ პუტინი] იქნება თუ არა იქ. ვიცი, სურს, რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია. არ ვიცი იქნება თუ არა ის იქ, თუ მეც არ ჩავალ. თუ ჩვენ ომის დასრულებას შევძლებთ, მაშინ ამის შესახებ [თურქეთში ვიზიტი] ვიფიქრებ, მაგრამ ხვალინდელი დღე სრულიად დაკავებული გვაქვს. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იქ არ წავიდოდი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
