Apple-ი მუშაობს ინტერფეისზე, რომელიც გაჯეტების მართვას გონების საშუალებით მოახერხებს – Wall Street Journal
Apple მუშაობს ინტერფეისზე, რომელიც საშუალებას მისცემს თავის მომხმარებელს გონებით აკონტროლოს მოწყობილობები. კომპანიის პარტნიორია ამერიკული სტარტაპი Syncron, რომელმაც Stentrode ნეიროიმპლანტი შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს.
Syncron-ის იმპლანტანტი შეჰყავთ ვენის მეშვეობით – თავის ქალის გახსნის გარეშე. მოწყობილობა იწერს მოძრაობებთან დაკავშირებულ ნერვულ სიგნალებს და გარდაქმნის მათ iPhone-ის, Apple Vision Pro-ს და სხვა გაჯეტებისთვის განკუთვნილ ბრძანებებად.
ტექნოლოგია ამჟამად მოძრაობის დარღვევების მქონე პაციენტებზე ტესტირებას გადის.
