რუსთაველის გამზირზე პოლიციის კორდონია განლაგებული – აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველები გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევენ

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიცია მათ გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.
პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე პერიმეტრზე კორდონი გააკეთა.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე 168 დღეა იკრიბებიან.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.