ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ჩავიდა, სადა იქ მებრძოლ ისრაელელ ჯარისკაცებს შეხვდა – ინფორმაციას მედია პრემიერმინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურებისგან საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღო.
“ვიცი, რომ თქვენ ოჯახები დატოვეთ და ასევე ვიცი, რომ ოჯახები მხარდაჭერას გიცხადებენ. ეს არის ის ძალა, რომელიც გამარჯვების გასაღებია. თქვენთვის ორი რამ მაქვს სათქმელი. პირველი – ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენი სიცოცხლისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ეს მისია დავასრულოთ, მაგრამ ჩვენი სურვილია დაგიცვათ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.მეორე – ჩვენ არ გავჩერდებით, ყველას, ვინც გაჩერებაზე საუბრობს ვეტყვი – არა. ჩვენ არ ვჩერდებით. საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. მანამ ბოლოს არ მოვუღებთ, იქამდე არ გავჩერდებით”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.