საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – აშშ და ევროპა რუსეთის წინააღმდეგ გამანადგურებელი სანქციების დასაწესებლად უნდა მოემზადონ – ეს რუსეთისთვის ყელში წაჭერის საშუალებაა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, 15 მაისს თურქეთში ამერიკელ სენატორს, ლინდსი გრეჰემს შეხვდება, რომელმაც უაღრესად ძლიერი სანქციების პაკეტი შეიმუშავა, მათ შორის 500%-იანი ტარიფები რუსული ნავთობის იმპორტზე და 500%-იანი ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსული ნავთობის იმპორტს განაგრძობენ, – ამის შესახებ გამოცემა „ლე ფიგარო“ წერს.
ჟან-ნოელ ბაროს თქმით, შეერთებული შტატები და ევროპა უნდა მოემზადონ გამანადგურებელი სანქციების დასაწესებლად, რათა აიძულონ, ში ომი დაასრულოს.
„რუსეთმა იპოვა გზები, რათა გვერდი აუაროს ევროპისა და შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ბლოკადას და ამგვარად, ონკანის გადაკეტვა რუსეთის ყელში წაჭერის საშუალებაა“, – აღნიშნა მან.
ჟან-ნოელ ბაროს თქმით, რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის და დასავლეთი კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეს.
„ჩვენ უფრო შორს წასვლა მოგვიწევს, რადგან ამ მასშტაბურმა სანქციებმა ჯერ ვერ გადააფიქრებინა ვლადიმერ პუტინს, უარი თქვას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომის გაგრძელებაზე“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ აუცილებელია ახალ ზომებზე მუშაობა, „რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ეკონომიკის ერთხელ და სამუდამოდ დახრჩობა“.
„ვიმედოვნებ, რომ ევროპა, თავის მხრივ, შეძლებს ნახშირწყალბადებზე სანქციების დაწესებას“, – დასძინა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე მელიაზე – თავი დააჭერინა – წინა დღეს პოლიციელების შეურაცხყოფას არ დააპირებდა, რომ არ ჰქონოდა განზრახვა, რომ დაეჭირათ და თავი ემართლებინა, რა ვქნა, წინა დღეს დამიჭირეს, თორემ მეორე დღეს დავანგრევდი ყველაფერსო

ირაკლი კობახიძე ბაჩიაშვილზე – როდესაც ადამიანს 11 წელი აქვს შეფარდებული და ოპერაციის საფუძველზე აკავებენ, ეს თავიდან ბოლომდე კანონიერია, თუ ეს მართლაც ასე მოხდა, შესაბამისი ორდენიც ეკუთვნით ოპერაციის ავტორებს