ყავის მწარმოებელმა კომპანიამ „ჩერი“ ფუნქციონირება შეწყვიტა

ყავის მწარმოებელმა კომპანიამ ,,ჩერი“ მუშაობა შეწყვიტა. კომპანიის წარმომადგენელმა „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ კომპანია აღარ ფუნქციონირებს, თუმცა რამ განაპირობა მისი დახურვა მიზეზები არ დაასახელა.
,,კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა ასევე, რომ ბრენდი ,,ჩერი“ სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჯორჯიას“ გადაეცა.
კომპანია „დიპლომატ ჯორჯია“ საქართველოში 2008 წლიდან საქმიანობს. იგი წარმოადგენს სწრაფი მოხმარების პროდუქციისა (FMCG) და საკვების ბრენდების სადისტრიბუციო კომპანიას.
რაც შეეხება კომპანია ,,ჩერის“- ის ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. ის იყო პირველი ბრენდი, რომელმაც საქართველოში ინდუსტრიული ყავის წარმოება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…