თაზო დათუნაშვილი – არანაირი რეალური გავლენა პროცესზე არ ექნება იმას, თუ რა წყევლა -კრულვით მიმართავენ არალეგიტიმური პარლამენტის წევრები დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს

კარგად ჩანს, არალეგიტიმურ პარლამენტში და „ქართული ოცნების” დერეფნებში, როგორ პანიკას იწვევს „MEGOBARI აქტის“ მიღების პროცესი და რამხელა ზიანს იღებენ ისინი ამ პოლიტიკური ნაბიჯიდან, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, ის პოლიტიკური დარტყმა, რომელსაც „ქართულ ოცნებაზე” „MEGOBARI აქტი” ახდენს, „მათ ქცევაში და ისტერიაში გამოჩნდა”.
„კარგად ჩანს, არალეგიტიმურ პარლამენტში და „ქართული ოცნების” დერეფნებში, როგორ პანიკას იწვევს „MEGOBARI აქტის“ მიღების პროცესი და რამხელა ზიანს იღებენ ისინი ამ პოლიტიკური ნაბიჯიდან. ეს ჩანს იგივე იმ სამარცხვინო და უბადრუკ წერილში, რომელიც გუშინ, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს დააწერინა. რა თქმა უნდა, არანაირი რეალური გავლენა პროცესზე არ ექნება იმას, თუ რა წყევლა-კრულვით მიმართავენ არალეგიტიმური პარლამენტის წევრები დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ცხადია, რომ ის პოლიტიკური დარტყმა, რომელსაც „ქართულ ოცნებაზე” „MEGOBARI აქტი” ახდენს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოჩნდა, ამ ქცევაში და ისტერიაში, რომელშიც უკვე რამდენიმე დღეა ჩავარდნილები არიან”, – განაცხადა დათუნაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს