რომის პაპი – რამდენ ძალადობას ვხედავთ წმინდა მიწიდან მდე, ლიბანიდან სირიამდე, ახლო აღმოსავლეთიდან ტიგრაიმდე და კავკასიამდე – მოვუწოდებ ლიდერებს: შევხვდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ

რომის პაპმა ლეო XIV-მ ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების ლიდერებს შუამავლობა შესთავაზა და განაცხადა, რომ თავად ყველაფერს გააკეთებს, რათა მშვიდობა დამყარდეს.
„წმინდა მიწიდან მდე, ლიბანიდან სირიამდე, ახლო აღმოსავლეთიდან ტიგრაიმდე და კავკასიამდე, რამდენ ძალადობას ვხედავთ!“ – განაცხადა პაპმა.
მან მრევლს მოუწოდა, მშვიდობისთვის ილოცონ და დასძინა:
„მე, ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს მშვიდობა დამყარდეს. წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, ხელი შეუწყოს მტრების პირისპირ, ერთმანეთთან სასაუბროდ მიყვანას, რათა ხალხმა კვლავ იპოვოს იმედი და დაიბრუნოს ის ღირსება, რასაც იმსახურებენ, მშვიდობის ღირსება. ჩვენი მსოფლიოს ხალხებს მშვიდობა სურთ და მათ ლიდერებს მთელი გულით მოვუწოდებ: შევხვდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ!“ – აღნიშნა პაპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში