კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო

თიბისი კამპუსი განათლების მიღების განსხვავებული და გამორჩეული პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდების მზარდ ცნობისმოყვარეობას, მუდმივი განვითარების სურვილსა და მიზანსწრაფულობას პასუხობს.
კამპუსის გაზაფხულის ნაკადზე, მთელი საქართველოდან, ორ ეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად, 330 მონაწილე იწყებს სწავლას.
სტუდენტები, თიბისი კამპუსში, 3 თვის განმავლობაში უფასოდ შეისწავლიან: მეწარმეობას და ბიზნესის დაგეგმარებას, ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლებს, მონაცემთა ანალიზს, UI/UX დიზაინს, IT ბიზნეს ანალიზსა და ბაზრის კვლევას, ციფრულ მარკეტინგს, სარეკლამო კონტენტის შექმნასა და საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – SEO.
თიბისის კურსებზე მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებაში და საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში დაეხმარება. თიბისი კამპუსის პარტნიორია „კოლაბი“.
თიბისი ზრუნავს, რომ განათლება ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. კამპუსში სწავლა სრულად უფასოა, ონლაინ ფორმატი კი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მთელი საქართველოდან მიიღონ, ამიტომ სწავლობ და ქმნი იქ, სადაც ხარ.
(R)

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ