მოსახლეობის მიერ მომსახურების ხარისხის შეფასება გაუმჯობესდა – რომელი სფეროები ლიდერობენ?

„ეისითი კვლევის“ (ACTR) კვლევის – „საქართველოში სერვისების ხარისხი და მომხმარებლის გამოცდილება“ – მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მიერ მომსახურების ხარისხის შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა.
კონკრეტულად კი კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ მომხმარებელმა მომსახურების ხარისხი საშუალოზე მაღალი ქულით შეაფასა: 10-ბალიანი სკალით 7.04 ქულა, რაც 2023 წელთან შედარებით 0.4 ქულით (2023: 6.64 ქულა) გაზრდილია.
ACTR-მა სატელეფონო გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის გზით, 804 ზრდასრულ მოსახლეს შორის ჩაატარა. გამოკითხვა მიმდინარეობდა 2025 წლის 22-26 აპრილს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება, საშუალოდ, არ აღემატება 3.5%-ს.