2025 წლის 13 მაისს შეხვედრა გაიმართა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილსა და და ჭიათურაში ოპერირებადი კომპანია – cmc-ის დირექტორს – მიხაილ სოცკის შორის. ინფორმაციას პროფკავშირები ავრცელებს.
მათი შეფასებით, შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდება და კომპანიამ პროფკავშირების გაერთიანების მოთხოვნები გაითვალისწინა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაერთიანებისა და კომპანიის წარმომადგენლებიც. შეხვედრის მიზანი ჭიათურაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში პროფკავშირების გაერთიანების მოთხოვნებისა და შენიშვნების განხილვა იყო.
“შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა. კომპანიამ გაითვალისწინა პროფკავშირების გაერთიანების მოთხოვნები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით.
– კონკურსი არ შეეხება ჭიათურაში ოპერირებად კომპანიებს სს ახალ გამამდიდრებელ ქარხანასა და შპს ჯმ-ემს -ს. ხოლო, სხვა მიზეზებიდან გამომდინარე (დასაქმებულის უარი სამუშაოზე ან სხვა გარემობა) კომპანიაში ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება კომპანიის სხვა დასაქმებულებს.
– არ მოხდება კომპანიასა და მაღაროელებს შორის ახალი ხელშეკრულებების გაფორმება. რიგ საკითხებთან დაკავშირებით მოხდება მხოლოდ დამატებითი შეთანხმებების გაფორმება (მაგ. 12 საათიანი სამუშაო გრაფიკიდან 8 საათიან სამუშაო გრაგიკზე გადასვლა). სტაჟი ყველა თანამშრომელს ჩვეულებრივ გაუგრძელდება, უწყვეტად.
– პროფკავშირსა და კომპანიას შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდება, ყველა სიკეთითა და სარგებლით.
– რეორგანიზაციის პროცესში პირთა შეფასება მოხდება ობიექტურად, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. გათვალისწინებულ იქნება, მათ შორის, დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები, მიღებული მხოლოდ მუშაობის ბოლო 1 წლის განმავლობაში 01.11.2023 წლიდან 01.11.2024 წლამდე. ასევე, ნებისმიერი შეფასება დაყრდნობილ იქნება ობიექტურ ფაქტებზე.
– ერთობლივი შეთანხმებით განისაზღვრება ქალთა კვოტა მენეჯერულ და სხვა პოზიციებზე.
– კომპანიაში ვაკანსიების გაჩენის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც მუშაობდნენ ჭიათურაში ოპერირებად კომპანიებში. საჭიროების შემთხვევაში მოხდება კვალიფიკაციაა ამაღლება ან/და გადამზადება დასაქმების მიზნით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთელ რიგ სხვა საკითხებზე, მათ შორის იმ მოთხოვნებზე, რომლებიც პროფკავშირებმა დააყენა მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში, გაგრძელდება მუშაობა შეთანხმების მიღწევის მიზნით”.
მოვლენების ქრონოლოგია:
