„თუ ჩინეთს ტვირთის მოტანა ევროპაში სჭირდება, ის არავითარ შემთხვევაში არ შემოიტანს მას ანაკლიაში და პირდაპირ თავის კუთვნილ ნავსადგურში მიიტანს“- პაატა ცაგარეიშვილი

„თუ ჩინეთს ტვირთის მოტანა ევროპაში სჭირდება, ის არავითარ შემთხვევაში არ შემოიტანს მას ანაკლიაში და პირდაპირ თავის კუთვნილ ნავსადგურში მიიტანს“- პაატა ცაგარეიშვილი
,,სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დამფუძნებელი პაატა ცაგარეიშვილი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ანაკლიის პორტს შესაძლოა შუალედური გადამუშავების ფუნქცია მიენიჭოს. პაატა ცაგარეიშვილი განმარტავს, რომ ანაკლიის ჩრდილოეთით ს 13 პორტი მდებარეობს. სწორედ ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ ანაკლია ტვირთების რუსეთის ნავსადგურებში გადანაწილების მიზნით იქნება გამოყენებული.
,,არის ვარაუდი და ეს ალბათ მალე გამოჩნდება. ანაკლიის ზემოთ არის რუსეთის 13 ნავსადგური. ისმის საკითხი, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის დამოკიდებულება ხომ არ იწვევს იმას, რომ ანაკლია იქნება შუალედური გადამუშავების პორტი, იმისათვის, რომ ტვირთები გადანაწილდეს რუსეთის მიმართულებით. სხვა ახსნა არ არსებობს, თუ რაში სჭირდება ანაკლია რუსეთს. მით უმეტეს ეს დამატებით დაძაბულობას იწვევს იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ პოლონეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა შენდება ამერიკელების მიერ.”- აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.
რაც შეეხება ჩინეთის მიერ ანაკლიის პორტის ფუნქციურ გამოყენებას, ექსპერტი აცხადებს, რომ ჩინეთს ევროპაში ტვირთის შესატანად საკუთარი პორტები აქვს. ამ გარემოებიდან გამომდინარე ევროპაში გასაგზავნი ტვირთების ანაკლიაში შესვლას აზრი ეკარგება.
,,ჩინეთს ევროპაში, როგორც ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე სამხრეთ ნაწილში 4-4 ნავსადგური აქვს. თუ ჩინეთს ტვირთის მოტანა სჭირდება ევროპაში ის არავითარ შემთხვევაში ტვირთს არ მოიტანს ანაკლიაში და პირდაპირ მიიტანს თავის კუთვნილ ნავსადგურში. რა აზრი აქვს ანაკლიაში მოიტანოს ტვირთი. მერე ისევ გემში გადატვირთოს, შეიტანოს რუმინეთში და რუმინეთიდან წაიღოს?”- აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.
ჩინეთს მსოფლიოში დღეს დაახლოებით 100-მდე ნავსადგურში აქვს თავისი წილი. საუბარია ისეთ ნავსადგურებზე როგორიც არის ნოტერდამი, ანტვერპენი, ჰამბურგი, მარსელი, ვალენსიის ნავსადგური და სხვა.